მორიგი პანიკა ხელისუფლებაში - ბათუმში, ერთერთ კატარღაზე მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მორიგი სასოწარკვეთილი ნაბიჯი - სამი მოქალაქის დაკავება ბათუმში, კატარღაზე: უკრაინული მედია წერს, რომ 28 ნოემბერს დაკავებული სამი მოქალაქის აყვანა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს და რომ ამ კატარღაზე სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ.

კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკვა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა. სავარუდოდ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობამ ისე დააფრთხო და შეაშინა, რომ ახლა მზადაა უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში.

დაკავებულია უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე. ერთერთი პირი მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრია, ხელისუფლებამ სამივე პირი მხოლოდ ეჭვების საფუძველზე აიყვანა. როგორც ადვოკატები ამბობენ, კატარღა ტერიტორიული წყლების შესახებ კანონის დარღვევის გარეშე გადაადგილდებოდა და ამ პირების აყვანის საფუძველი არ არსებობდა.  აქედან გამომდინარე, მეოთხე დღეა ისინი უკანონო პატირმობაში იმყოფებიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი