საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გასული წლის ბოლოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების სასამართლო პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები უკრაინის 2 მოქალაქესთან ერთად უკანონო პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ თანამშრომელს მიხეილ ბატურინის სოლიდარობას უცხადებენ.
ცნობისთვის, 2020 წლის 28 ნოემბერს დაკავებული სამი მოქალაქის აყვანა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს და რომ ამ კატარღაზე სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ.
კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა.
თეა ვაშალომიძე