ჯანდაცვა: ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის დასაწყებად განკუთვნილი 50 000 შპრიცი საქართველოში უკვე ჩამოვიდა. 

"შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან - Hindustan Syringes & Medical Devices Ltd. მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც"

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი