მეზღვაურების საქმე - გამოძიება მტკიცებულებების გარეშე

გამოქვეყნდა:

საქართველოო სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან ახალი სკანდალის ზღვარზეა. ოფიციალური კიევის მოთხოვნის მიუხედავად, ოცნების მართლმსაჯულებამ უკრაინის დაკავებული მოქალაქეები დღეს ტყვეობაში დატოვა.

იმის მიუხედავად რომ საქართველოს პროკურატურას საკუთარი ვარაუდების გარდა მეზღვაურების ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია, სასამართლომ ბრალდებულები - უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დღეს პატიმრობაში დატოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დაკავებულების ადვოკატები პოლიტიკურ ნებას უკავშირებენ და თვლიან, რომ მოსამართლემ ისინი ტყვეობაში დატოვა. მათთვის გაუგებარია ბრალდების მხარის არაოფიციალური მოტივიც, რომ თითქოს, დაკავებულები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში შემოყვანას გეგმავდნენ.

სასამართლოს პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო წერილით მიმართა და დაკავებული უკრაინელების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

მეზღვაურების საქმეზე არსებითი განხილვა 24 თებერვალს დაიწყება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი