დღეს საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 639

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 639 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 264 158
  • გამოჯანმრთელებულია - 256 024
  • გარდაცვლილია -  3 321
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 21 890, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 380, PCR ტესტით - 8 510
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,54%, ბოლო 14 დღის -  3,5%, ბოლო 7 დღის -  3,23%.
  • კარანტინის რეჟიმში - 386
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 083
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 290

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 79 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი