ვფიქრობ, ვაქცინირებულებს და არავაქცინირებულებს ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზის ვარაუდით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები კორონავირუსის ვაქცინაციაზე იმსჯელებენ. მიუხედავად ამისა, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები მხოლოდ პატრიარქმა იცის.

"საკითხები, რომლებიც სინოდზე უნდა იყოს განხილული, იცის მხოლოდ პატრიარქმა, ყველა სხვა დანარჩენი, არის ვარაუდი. მე ჩემი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა მხოლოდ. [...] მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ წინასწარ პატრიარქს ვინმესთვის ეთქვას, რა საკითხებზე იქნება საუბარი, გარდა ერთი შემთხვევისა, პატრიარქის 30 წლის საიუბილეო აღსაყდრებისადმი მიძღვნილი სხდომა და მეორე ეს იყო ცოტა ხნის წინ ამ კორონასთან დაკავშირებით", - ამბობს ის.

მეუფე ამბობს, რომ ვაქცინაცია საეკლესიო საკითხი არაა.

"ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გადავწყვიტავთ ესე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს ვაქცინაციას, არც ერთს და არც მეორეს ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი