კომისია შეისწავლის შემაფერხებელ გარემოებებს - „საქნახშირი“ მეშახტეების პროტესტზე

გამოქვეყნდა:

11 მეშახტე უკვე 24 საათია, ძიძიგურის სახელობის შახტში იმყოფება. პროტესტის ამ ფორმას კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა ხელფასის მომატების შესახებ არ დააკმაყოფილა. 

გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა კომპანია „საქნახშირმა“.  კომპანიაში ამბობენ, რომ უკვე შედგა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა გაფიცული უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“  ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით და უახლოესი 10 დღის ვადაში, კომისია შეისწავლის  შემაფერხებელ გარემოებებს, რის გამოც გეგმა ვერ შესრულდა.

"N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით, უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია. ინციდენტის დაწყების მომენტიდან კომპანია შეეცადა, გაერკვია მომხდარის მიზეზი, რის შემდეგაც იკვეთება, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას.

N4 ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა.

თანამშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ლიკვიდაციამდე,  (მიმდინარე წლის 11 თებერვლის 23:55 საათიდან) შეჩერდა N4 ნახშირმომპოვებელ უბანში შახტის დამხმარე ჭაურით ხალხის ჩაყვანა. აღნიშნული ჭაურით მოხდება იმ პერსონალის ჩაყვანა და ამოყვანა, რომლებიც უზრუნველყოფენ შახტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

11 თებერვლის პირველი ცვლიდან N4 ნახშირმომპოვებელ უბანში პერსონალის გადაყვანა მოხდება „მინდელის“ სახელობის შახტიდან, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ვითარების ლიკვიდაცია. მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტოტრანსპორტი.

N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს არ ეზღუდებათ სასადილოთი სარგებლობა და სურვილის შემთხვევაში, საკვების მიღების შემდეგ, შეძლებენ უკან დაბრუნდნენ",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,  ტყიბულში, მეშახტეების მიწისქვეშა პროტესტს მიწის ზემოთ მყოფი მათი კოლეგებიც უერთდებიან.

"სამი ცვლა გავიდა, მშიერია ხალხი" - ტყიბულში, ადმინისტრაცია გაფიცულებს საკვებს არ აწვდის

პროტესტის მეორე დღე - მეშახტეები 300 მეტრის სიღრმეში რჩებიან

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი