საქართველოსთვის დამატებით 150 ათასი დოზა ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოსთვის დამატებით 150 ათასი დოზა ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი. როგორც ტიკარაძე ამბობს, თებერვლის მეორე ნახევარში ვაქცინის პირველი მოცულობა ჩამოვა, ხოლო დანარჩენი ეტაპობრივად დაემატება:

ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართულებით. როგორც დაანონსებული გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება ვაქცინის ის პირველი მოცულობა, რომელზეც ხელშეკრულება არის გაფორმებული. ოდენობები ეტაპობრივად დაემატება.

დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა" ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით,  მსოფლიოს ბაზარზე ვაქცინა დეფიციტურია და მის სანდოობასთანაც ხშირად ისმის კითხვები, თუმცა როგორც ტიკარაძე ირწმუნება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი