შეჯახება თელავი-ყვარლის გზაზე - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. ერთმანეთს მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახა. დაშავდა რამდენიმე მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი. 

დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ექსპერტ- კრიმინალისტები. 

შემთხვევის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი