30 საათიანი პროტესტის შემდეგ, ადმინისტრაცია გაფიცული მეშახტეებისთვის საკვების მიწოდებას დათანხმდა.
უკვე 30 საათია 300 მეტრის სიღრმეში მეშახტეები მჯდომარე აქციას მართავენ. დასაქმებულები ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ.
ადგილზე ცოტა ხნის წინ, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე მივიდა, რომელიც აპირებს ჩავიდეს და პირადად შეხვდეს გაფიცულებს.
შახტასთან იმყოფებიან გაფიცული მუშების ოჯახის წევრებიც.
ამავე თემაზე: