თარიღებზე საუბარი ძნელია – ირაკლი ანთაძე ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

ზაზა გახელაძის საოკუპაციო რეჟიმიდან  გამოსახსნელად სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს - განცხადება ამის შესახებ ირაკლი ანთაძემ გააკეთა.

სუს-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზაზა გახელაძისა და  საოკუპაციო რეჟიმის სხვა ტყვეების გათავისუფლების ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლია, თუმცა ამ საკითხზე  მარტში, ინციდენტებისა და მასზე რეაგირების მორიგ რაუნდზე იმსჯელებენ.

ამ შემთხვევაში [გახელაძის] კონკრეტულ თარიღებზე საუბარი არის ძალიან ძნელი, დეტალები გახლავთ ის, რომ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ისინი თავის მხრივ ახორციელებენ კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს არის დიპლომატიური ძალისხმევა. მარტის შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებულ პირთა საკითხი კვლავ იქნება უმთავრესი."– ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 5 თებერვალს, 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი