ეტყობა თავის აიფონში თეთრ ბაირაღებს უყურებს - თორნიკე მამალაძე მეუფე ნიკოლოზს დებატებში იწვევს

გამოქვეყნდა:

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე მეუფე ნიკოლოზს დებატებში იწვევს. თორნიკე მამალაძემ დღეს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის განცხადებას, რომელიც მან მთავარი არხის ეთერში გააკეთა და თქვა, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეს არ იცნობს, რადგან საბრალდებო დასკვნა საჯარო არ არის, ასევე "მთავარი არხის" ეთერში პასუხობს.

მამალაძე სასულიერო პირს დებატებში იწვევს და ამბობს, რომ ის ცრუობს. დეკანოზის ძმა მეუფეს ასწავლის, როგორ და სად უნდა მონახოს მისი ძმის საქმეზე გამოტანილი განაჩენი:

ეტყობა თავის აიფონში თეთრ ბაირაღებს უყურებს და აქედან ახსოვს საბრალდებო დასკვნა. მე როგორც იურისტებისგან ვიცი ეს ტერმინი აღარ იხმარება და ამას ქვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სახელით.

აიფონით უფრო გახდა ეს პიროვნება ცნობილი ვიდრე თავის სასულიერო ცხოვრებით. შეიძლეია შევიდეს უზენაესი სასამართლოზე, ჩაწეროს 18 109-ე მუხლების განაჩენი, ან გიორგი მამალაძეს და იქ არის ეს ინფორმაცია" ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.

მეუფე ნიკოლოზი -  დღის სტუმარი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი