ტრაგედია ქობულეთში - სავარაუდო ძალადობისა და გულგრილობის მსხვერპლი მოზარდი

გამოქვეყნდა:

ძალადობის და გულგრილობის მსხვერპლი კიდევ ერთი მოზარდი. 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ტრაგიკული გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდოდ ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობაა, რომელიც არ იყო ერთჯერადი.

ბაბუა, რომელმაც შვილიშვილის ცხედარი ეზოში იპოვა ყვება, რომ გოგონა რამდენიმე თვე ელოდა ექსპერტიზის პასუხს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და დამნაშავის გამოსაკვეთად, მაგრამ უშედეგოდ.

პოლიცია მხოლოდ დღეს ამოქმედდა. სულ რაღაც რამდენიმე საათში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს და საქმეც აღძრეს, მაგრამ ახლა უკვე ამ მამაკაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ დაკავებული უდანაშაულოა, გარდაცვლილი კი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. პოლიციას კომენტარის გაკეთება არ სურს და არც დაგვიანებულ რეაგირებას აღიარებს.

სამოქალაქო სექტორში სახელმწიფოს გულგრილობაზე საუბრობენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი