ტყიბულში მეშახტეების პროტესტი დასრულდა. შახტიდან ამოსული ერთერთი მუშა ამბობს, რომ მათ ტყიბულის მაჟორიტარმა "კაცური სიტყვა მისცა" და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
"დეპუტატი იყო ჩამოსული და მოგვცა კაცური სიტყვა. ვნახოთ მაგის კაცობასაც შევხედავთ ხვალ, რა მოხდება. ყველაფერ პრობლემას მოვაგვარებო, ოღონდ წამოდითო", - ამბობს ერთერთი მეშახტე.
აქვე გეტყვით, რომ 9 ადამიანი ორი დღის განმავლობაში 300 მეტრის სიღრმიდან ამოსვლაზე უარს ამბობდა. ქვანახშირის მომპოვებლები ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ და კომპანიასთან ფინანსურ საკითხებში შეუთანხმებლობაზე საუბრობენ.