ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 6 შვილის დედას, ბავშვებთან მიახლოება ერთი თვით აუკრძალა. მცირეწლოვნები სამი თვით, სოციალური სამსახურის მზრუნველობისა და ყურადღების ქვეშ იქნებიან. დედას კი სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებში ჩანს, როგორ სცემს დედა, ხათუნა ობოლაძე მცირეწლოვან შვილს. ჟურნალისტებს ვიდეო მოძალადე ქალის მეგობარმა გადასცა, რის შემდეგაც შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
ხათუნა ობოლაძის თქმით, ვიდეოს გადამღები პირი "მოგზავნილია".