"რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს" - აშშ-ის მისია ეუთოში გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის 12 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის მისია ეუთოში ავრცელებს. 

მისიის შეფასებით, გახელაძეს არ დაჭრიდნენ და არ დააკავებდნენ, თუ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებდა.

"5 თებერვალს გამოტანილი განაჩენი არის რუსეთის მცდელობის კიდევ ერთი მაგალითი, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურას და იმ ადამინების პირად თავისუფლებას, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ და ახლოს მდებარე ტერიტორიებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 5 თებერვალს, 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი