დღევანდელი, 12 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 336 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 504 ადამიანი ინფიცირდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 108 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 80 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.