სუს-მა 4 ექიმი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღებაზე პასუხისგებაში მისცა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კერძო სამედიცინო კლინიკის 4 ექიმი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა - მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღება. 

"გამოძიებით დგინდება, რომ შპს "მე-4 პოლიკლინიკის" დირექტორი, შპს “მე-4 სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს "ოჯახის მკურნალის“ ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი"

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი