შეტევა სახალხო დამცველზე - ნანუაშვილი ციანიდის საქმის პოლიტიკურ მოტივებსა და გამოძიების მიზნებზე

გამოქვეყნდა:

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ამბობს, რომ ე.წ.ციანიდის საქმის სარჩული პოლიტიკური მოტივი იყო. 

ნანუაშვილი კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს - ირაკლი კობახიძესა და თეა წულუკიანს - და ფიქრობს, რომ საჯარო განცხადებებით ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ ომბუდსმენს, არ მიწოდებინა ვრცელი ინფორმაცია საზოგადობისთვის. 

"საუბარია სახალხო დამცველზე ორკესტრირებულ შეტევაზე. ფაქტობრივად, ეს იყო ზეწოლა, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა შტო, აგრეთვე, პირები საპატრიარქოდან. არ უნდოდათ, საზოგადოებას გაეგო სიმართლე საქმესთან დაკავშირებით. საუბარი პარლამენტის მაშინდელ სპიკერზე, ირაკლი კობახიძეზე, აგრეთვე ოხანაშვილზე, წულუკიანზე, სერგეენკოზე, ბესელიაზე...", - ამბობს ნანუაშვილი.

თავის მხრივ, დეკანოზის ძმა, გიორგი მამალაძე ამბობს, რომ "აშანტაჟებდნენ ყველას, ვინც ხმა აიმაღლა ციანიდის საქმეზე".

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება - ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.  ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა გაურესდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით ამ დრომდე არ მიუმართავს.

ის მათ შორის ორჯერ არ შეიწყალა ჯერ გიორგი მარგველაშვილმა, ხოლო შემდგემ ახლანელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი