თავდასხმა შემოსავლების სამსახურთან - ყოფილმა თანამშრომელმა მოქმედს სცემა

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება შემოსავლების სამსახურში. ცოტა ხნის წინ,  შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, ირაკლი ხურციძეს თავს დაესხნენ. მას სახის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხურციძე სასტიკად მისმა ყოფილმა თანამშრომელმა სცემა და ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. 

მომხდარს ადასტურებს შსს. როგორც უწყებაში "მთავარს" უთხრეს, გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი