ვადა ამოიწურა მე უკანონო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა.

ვადა ამოიწურა მე უკანონო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მელიამ.

არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. მართალი ადამიანი, ძლიერი ადამიანია. იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან არის მხოლოდ და მხოლოდ ზნეობა, მორალი, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული - ამბობს მელია. 

ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე 2019 წლის 20 ივნისი და ის მძიმე მოვლენები გაიხსენა, რაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმას მოჰყვა.

მელიას თქმით, მოსახლეობის სამართლიანი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ ყურადღების გადატანის მიზნით, "შექმნა ილუზოროული საქმე" და დაიწყო ადამიანების დევნა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების.

პროკურატურამ კი ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას მოითხოვს. შოთაძის უწყებამ პარლამენტს ერთი საათის წინ მიმართა.

საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდ მიიღოს და ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება უკვე მეორედ უნდა მოუხსნას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი