დაწვეს თუ დაიწვა - ელიავას ბაზრობაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

გამოქვეყნდა:

დაწვეს თუ დაიწვა - ელიავას ბაზრობაზე ცეცხლის გაჩენის მიზეზს სამართალდამცავები შეისწავლიან. ექსპერტ- კრიმინალისტები ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ. "შპს გენის" ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე მაშველებიც, რადგან ადგილზე ისევ არის რამდენიმე პატარა კერა.

ადგილზე მომუშავეები ამბობენ, რომ ზარალი მილიონ ლარამდეა. ჩვენი ინფორმაციით, კომპანიას ის საწყობები, რომლებიც გუშინ დაიწვა დაზღვეული აქვს. 

"თანამშრომელმა მითხრა, რომ მილიონზე მეტია ზარალიო, რამდენად სიმართლეა არ ვიცი, დენიდან მოხდა ეს ყველაფერი. დაზღვეული იქნება, ამხელა ფართი ჰქონდა", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე. 

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 12 თებერვლას, დაახლოებით, საღამოს 6 საათისკენ გაჩნდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი