ყაჩაღობა ქუთაისთან - 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს, მას სხეულის 27% აქვს დამწვარი

გამოქვეყნდა:

განახლებულია 15:12

ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში შეიჭრნენ და 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. 

ნიღბიანი სამი ყაჩაღი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. 

მათ მოხუცს ყაჩაღებმა ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მის საწამებლად უთო გამოიყენეს. შედეგად, დაზარალებულს სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა აქვს მიღებული. 

"სხეულის 27% აქვს დამწვარი, უთო მე არ მქონდა და გამომძიებელმა მითხრა, ამ უთოთია ნაწამებიო, სანადირო თოფი ჰქონდა და ისიც წაღებული აქვთ", - ამბობს მოხუცის ოჯახის ახლობელი. 

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. დამატებითი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი