"სუს-ის თანამშრომლები მოდიან და ფოტოებს გვიღებენ" -ზურაბ ჯაფარიძემ ბარი გახსნა

გამოქვეყნდა:

"ჯაფარასთან" - "გირჩი-მეტი თავისუფლების" თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ბარი გახსნა, რომელიც კომენდანტის საათის დროსაც იმუშავებს. 

ჯაფარას თქმით, ბარის მიმდებარედ პოლიცია იმყოფება. ამის შესახებ მან თავის Facebook-ის ლაივში ისაუბრა. 

"ჯერჯერობით მშვიდობა გვაქვს, არავინ გაგვკარებია. პერიმეტრზე პოლიცია არის. აქ მოდიან სუს-ის თანამშრომლები და ფოტოებს გვიღებენ. მაგრამ ამის იქით არავინ არ წასულა.... ბარი მუშაობს, თუ რაღაც მოხდება ლაივს ჩავრთავ... ჩემი აზრით, ყველამ უნდა გააღოს და თქვას, რომ თუ "ჯაფარასთან" მუშაობს, მაშინ, ჩვენც უნდა ვიმუშაოთ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით რესტორნები გარე სივრცეში მომხმარებლების მიღებას 15 თებერვლიდან შეძლებენ, მიუხედავად ამისა, ყველა შეზღუდვა ისევ იმოქმედებს შაბათ-კვირას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი