კანადაში დასაქმების თაღლითური სქემა, სადაც "შონზო" ფიგურირებს - განსასჯელის სკამზე არავინ მოხვედრილა

გამოქვეყნდა:

თაღლითური სქემა, რომელშიც შოუმენს, ტელეწამყვანსა და შორეულ წარსულში საკრებულოს წევრს ადანაშაულებენ. მთავარს დაუკავშირდა ადამაინების ჯგუფი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წლების წინ ათობით დოლარი გადაუხადეს ზურაბ გაჩეჩილაძეს იგივე შონზოს, კანადაში დასაქმების სანაცვლოდ.

დაზარალებულების თქმით, შონზომ ისინი გადაადო, და ფული მიითვისა. შოუმენი კი დაზარალებულად და მოტყუოებულად აქეთ მიიჩნევს თავს და არც მორალურ პასუხისმგებლობას გაურბის.

სამართლებრივი დავა უკვე 4 წელია გრძელდება, ამ დრომდე არც დამნაშავეა გამოვლენილი და არც საკუთარი სახლების გარეშე დარჩენილი ადამიანები უცვნიათ დაზარალებულად. 2015-2016 წლებში კანადის ვიზების გაკეთება თბილისში ყველაზე გავრცელებული აფიორა იყო. ათეულობით ადამიანის საჩივარი ყოველდღიურად რეგისტრირდებოდა ქალაქის მთავარ სამმართველოში და სასამართლოდან განსასჯელის სკამზე თითქმის არავინ მოხვედრილა, რადგან ასეთია ზოგ შემთხვევაში მფარველი და ზოგ შემთხვევაში ქართული მართლმსაჯულების ნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი