ჩვენმა მთავრობამ ჯერ მხოლოდ შპრიცები იშოვა - მალე, ალბათ, ბამბა და სპირტიც გამოჩნდება - ბექა ყორშიას სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ერთი წელია ქვეყანა კორონა ისტერიაში ცხოვრობს. ერთი წელია ხელისუფლება მოსახლეობას ხან კუბოებით აშინებს, ხან პლატოებით, ხან პიკებით.

ამ ხნის განმავლობაში სტაბილურად დაგვამშიეს და საიმედოდ გამოგვკეტეს სახლში. ხალხს, რომ არ ეთქვა, ხელისუფლებამ სულ ფეხებზე დაგვიკიდაო.  შიგადაშიგ მასობრივად გვიზომავდნენ სიცხესაც და ჩვენს ქუჩებსაც არომატული შამპუნებით აპრიალებდნენ.

ეკატერინე ტიკარაძე მთელი ამ ხნის განმავლობაში იმ მეშვიდეკლასელ მოსწავლეს ჰგავდა, რომ გამოიძახეს, გაკვეთილი არ იცის და კარნახს ელოდება.

შემდეგ იყო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - ქუჩების სარეცხი საშუალებებით მოპრიალება.

მერე იყო და, პრემიერის ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე, თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ მისი ცნობილი განცხადების შემდეგ კი პრემიერს ციდან ჩამოესმა რეკა და სოფელი ღვანკითი ჩაკეტა. 

ამასობაში ვაქცინაც გამოჩნდა და გამოჩნდა ყველგან: ავღანეთით დაწყებული და სუდანით დამთავრებული, ჩვენმა მთავრობამ კი ჯერ მხოლოდ შპრიცები იშოვა, მაგრამ არ იღელვოთ: მალე, ალბათ, ბამბა და სამედიცინო სპირტიც გამოჩნდა, მანამდე კი ლოცვები გააძლიერეთ, როგორც ამას ზალიკო ბერგერი აკეთებს. 

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი