21 წლის ერიკ დრულევია, საოკუპაციო რეჟიმმა 5 თებერვალს დააკავა და რამდენიმე დღეში ქართულ მხარეს გადოსცა. ის ყვება, რომ დაკავების შემდეგ, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს და მძიმე პირობებში რამდენიმე დღე გაატარა.
ცხინვალის ციხეში კიდევ რამდენიმე ქართველი ჰყავთ გამომწყვდეული. საქართველოს მოქალაქეები რჩებიან სოხუმის ციხეშიც.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე გასული წლის ზაფხულში გაიტაცეს. ოკუპანტები ქართველების მიერ კონტროლირებად, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი ცხინვალის ეგერთწოდებულმა სასამათლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზაზა გახელაძეს უკვე შვიდი თვეა შვილები, ცოლი და მშობლები არ უნახავს.
ქვემო ჭალიდან სოფელ მერეთი - კიდევ ერთი გატაცებული, რამაზ ბეღელური. 36 წლის რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მან 1 წლის წინ ინსულტი გადაიტანა და მუდმივად სჭირდება მედიკამენტები.
სოფელში, გუგუტიანთკარი - თამაზ ბესტაევი, რომელიც 14 თვის წინ გაიტაცეს და 2 წელი მიუსაჯეს.ნაირა ბესტაევა უშედეგოდ ელოდება ძმის გათავისუფლებას და თვლის, რომ მისი ძმის საქმე უყურადღებოდაა დატოვებული.
ოკუპანტების ტყვეობაშია, ირაკლი ბებუა, რომელსაც 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.ის სამი წლის წინ გადავიდა გალში. სოხუმის დაცემის დღე - სეპარატისტული რეჟიმი ამ თარიღს სამდღიანი ზეიმით აღნიშნავს. ამ დღეს, ირაკლიმ გალის მთავარ მოედანზე ე.წ. აფხაზური დროშა პროტესტის ნიშნად დაწვა. ნიშნად იმისა, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს აფხაზების და ქართველების გაყოფის დღე.
ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ თვითის წინ ოკუპანტების ტყვე იყო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პასიურობს და რომ საერთაშორისო ტრიბუნებზე იშვიათად ისმის ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნა.
სახელმწიფო ვერ გახდა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლისა და ღირსების გარანტი. მათი მკვლელები დღემდე დაუსჯელები, თავისუფლად დადიან და აქეთ დაგვცინიან.
ავტორი: ნენე დალაქიშვილი