რუსთავის მეორე ციხეში ორი პატიმარი მოკლეს - პენიტენციური სამსახური ინფორმაციას უარყოფს

გამოქვეყნდა:

განახლებულია: 23:08

"მთავარი შაბათს" ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსთავის მეორე დაწესებულებაში ორი პატიმარია მოკლული, სხვა ვერსიით კი, სამი პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს და ოჯახს ფაქტის შესახებ შეატყობინეს.

"მთავარს" ერთერთი მოკლულის ოჯახის წევრმა დაუდასტურა, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა, რასაც სამი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. 

"მოდიო და ამოიცანითო და ახლა კომენდანტია და დილით უნდა წავიდე, მამა ვარ, ჩემი შვილია", - ამბობს პატიმრის მამა "მთავართან" სატელეფონო საუბარში.

შეკითხვაზე, ვინ მიაწოდა ინფორმაცია, სავარაუდოდ, მოკლული პატიმრის მამა ამბობს: "უსაფრთხოების სამსახურიდან დამიკავშირდნენ". 

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა და გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც "მთავარში" პატიმრის მამის სატელეფონო ზარს ეყრდნობოდა, უარყო. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმრებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამი პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციაა"

"როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალა ახლდება

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი