შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმა, მთავრობის დადგენილების დარღვევისთვის. ჯაფარიძემ ჯარიმა არ ჩაიბარა.
"ამიხსნეს, არკვევდნენ ვინ არის ამ მისამართზე ამ ფართის მფლობელი. მერე გაარკვიეს მართლა იჯარით მაქვს თუა რა მისგან აღებული ეს ფართი. ამის შემდეგ ჩათვალეს, რომ მე აქ ვწევი ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც აკრძალული არის მთავრობის, რაღაცა დადგენილებით და შესაბამისად, რადგან ეს არის აკრძალული ამის გამო მე ფიზიკური პირი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამაჯარიმეს 2000 ლარით. მომცეს რაღაც ოქმი, მითხრეს, რომ ხელი მოაწერე. მე ვუთხარი ხელს არ მოვაწერ, ისე დამიტოვეთ. არაო, ასეთი წესი გვაქვსო - ხელს თუ არ გვიწერ, მაშინ, არ გიტოვებთო. რაინაირად დავრწმუნდე, რომ დამაჯარიმეთ მეთქი და მითხრეს, რომ უდნა მოგვწეროო.... გამაფრთხილეს განმეორების შემთხვევაში მელის სისხლის სამართლის პასუხისგება", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოქმს გაასაჩივრებს აპირებს. ბარი არ დაიხურება, თუ მას არ დაიჭერენ, მისივე თქმით, მისი დაკავება იქნება რთული, რადგან დეპუტატის მანდატი იცავს.
"ოქმის გასაჩივრებას ვაპირებ, თუმცა, მთავარი გასაჩივრება არ არის, გასაჩივრება შეიძლება გამომადგეს იმისათვის, რომ დრო გავწელო. მთავარი არის ის, რომ ეს ბარი არ დაიხურება მანამ, სანამ ფიზიკურად მე არ გამაკავებენ რამენაირად. ჩემი გაკავება ახლა, ამ წუთში რთულია. იმიტომ, რომ ამ წუთში მაქვს დეპუტატის სტატუსი მათი დამსახურებით. იმიტომ, რომ მე მოვითხოვე დეპუტატის სტატუსის გაუქმება და არ გამიუქმეს. მეტიც გასაჩივრებული მაქვს პარლამენტის დადგენილება, რომლითაც არ გამიუქმეს დეპუტატის სტატუსი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ალბათ დროში გაიწელება. მათ მოუწევთ მოსვლა და ნახვა, რომ ბარი ისევ მუშაობს, ანუ მე მეორედ ვარღვევ დადგენილებას. შესაბამისად მათ მოუწევთ მიმართონ საქართველოს პარლამენტს გამიუქმონ მანდატი, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ დამსჯიან, იმუნიტეტი მაქვს. ბარის გახსნა დამჭირდა, რომ საბოლო ჯამში მანდატი გამეუქმებინა, რავი თუ აქამდე წავიდნენ, და ამის შემდეგ უნდა დამასაჯონ სისხლის სამართლის წესით", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ დაჯარიმების მიუხედავად, თუ ბარი "ჯაფარასთან" საქმიანობას გააგრძელებს, ობიექტი დაილუქება.
შეგახსენებთ, რომ ბარი ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გახსნა, რომელიც კომენდანტის საათის დროსაც მუშაობს.