დღევანდელი, 14 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 352 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 357 ადამიანი დაინფიცირდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 81 მილიონზე მეტი ადამიანი და ხოლო გარდაიცვალა 2,4 მილიონზე მეტი.