პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი. შსს-ს ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული ე.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1974 წელს დაბადებული ვ.ლ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.