სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ყაზბეგზე ერთი ადამიანი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაპირისპირების ეპიცენტრი ყაზბეგის 43 ნომერი იყო. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ერთმანეთს, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. კონფლიქტის დროს დაიჭრა ერთი ადამიანიც, თუცა ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღით ეს უცნობია.

შემთხვევის ადგილს, გვიან ღამემდე სწავლობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დრომდე უცნობია ამოიღეს თუ არა სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ან რამდენი პირი ფიგურირებს სისხლიან გარჩევაში.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი