დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 363 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 165 ადამიანი დაინფიცირდა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 265 722 
  • გამოჯანმრთელებულია - 258 732
  • გარდაცვლილია -  3 363
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9 197, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6 208, PCR ტესტით -  2 989
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,79%, ბოლო 14 დღის - 3%, ბოლო 7 დღის - 2,5%
  • კარანტინის რეჟიმში - 238
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 932
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 232

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 81 მილიონზე მეტი ადამიანი და ხოლო გარდაიცვალა 2,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი