ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე შემსუბუქებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება რესტორატორებს შიდა სივრცეების გახსნის თაობაზეც შეხვდება.
"შიდა სივრცეების გახსნას დასჭირდება თავის სამუშაო პერიოდი. ამ კვირაში ვაპირებ ვუმასპინძლო რესტორნების გაერთიანებებს. ვიმსჯელებთ, რამდენად ვართ მზად შიდა სივრცეებზე რომ ვისაუბროთ და საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები. უკვე გვექნება საშუალება ასევე განვიხილოთ ღია სივრცეების გახსნის პირველმა ეტაპმა რა დაგვანახა და რა პრობლემებია გადასაწყვეტი", - ამბობს თურნავა.
ამავე თემაზე: