91 წლის და 87 წლის მოხუცებმა კორონავირუსი დაამარცხეს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებულმა ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა, 91 წლის ვალერიან შაკიაშვილმა და 87 წლის ნუნუ შაკიაშვლმა კორონავირუსი დაამარცხეს. 

ინფიცირებული ცოლ-ქმარი მკურნალობას გორის სამედიცინო ქსელ "გორმედის" კოვიდკლინიკაში გადიოდა. ნუნუ შაკიაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო, კლინიკაში შეყვანისას მას ფილტვების 70%-იანი დაზიანება აღენიშნებოდა.

ამ ეტაპზე, "გორმედის" ქსელის გორის კოვიდკლინიკაში 28 პაციენტი რჩება, მათგან ორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი