ბათუმში, აქციის მონაწილეები რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორებმა თორნიკე რიჟვაძეს 10 დღე მისცეს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და მათ შეხვდეს.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს .
სოციალურად დაუცველებმა, ავტობანისა და ჰესების მშენებლობის შედეგად დაზარალებულებმა, აჭარის მთავრობის სახლის წინაც გამართეს აქცია, რომლებსაც კომპენსაციები ამ დრომდე არ აუღიათ, ასევე იპოთეკით დაზარალებულებმა და ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა.
ამ წუთებში, აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის წინ მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.