თაღლითობა თუ გაუგებრობა? - დევნილი მოხუცი შეასახლეს სახლში, რომელსაც სხვა მეპატრონე ჰყავდა

გამოქვეყნდა:

იმერეთში, დევნილი მოხუცებული შეასახლეს სახლში, რომელსაც უკვე ყავდა სხვა მეპატრონე. ჩინოვნიკების ასეთ დაუდევრობის შედეგად 80 წლის ქალი ახლა იძულებულია ქირით იცხოვროს და სასამართლოში იდავოს ბინისთვის, რომელსაც 28 წელი ელოდა. 

პრობლემას არ აგვარებს დევნილთა იმერეთის სამმართველოს უფროსი. დაზარალებულმა გული კირცხალიამ მას „მთავარი არხის“ კამერასთან ერთად მიაკითხა, თუმცა, მაღალჩინოსნისგან ჯერ დუმილი მიიღო, შემდეგ კი დავით ჭეიშვილი შენობიდან გაიქცა. კითხვებზე პასუხების მისაღებად მისი შეჩერება სცადეს, თუმცა, ისევ უშედეგოდ.

მას შემდეგ რაც პასუხისმგებელი პირი შეკითხვებსაც და კამერებსაც გაექცა, დაზარალებულმა დევნილთა იმერეთის სამმართველოში საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა. მზაობა დახმარებაზე ვერც პატრულ-ინსპექტორებისგან მიიღო. გული კირცხალია კი ისევ  ქირით ცხოვრობს და არავინ იცის, გადავა თუ არა სახლში, რომელიც მას სამმართველომ სხვასთან ერთად საზიაროდ აჩუქა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი