ჭიათურაში მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტზე ინფორმაციას თავად "კვირა" ავრცელებს და წერს, რომ უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“კვირის” ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი ორი ადამიანი იყო, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავდასხმის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელეს, რომ სოფელში გადამღები ჯგუფის სტუმრობა არ სურდათ.
მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს. მედიაჰოლდინგ „კვირის“ გადამღები ჯგუფი გამოკითხვაზე იმყოფება.