საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდუბის მიმდებარე მდინარე მტკვარში ქალი იმყოფებოდა, რომელსაც მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ქალი წყლიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს, ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მდინარიდან ამოყვანილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი