ნარკოტიკების მოხმარება და რეალიზება - ლაგოდეხში 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალაში ორი პირი დააკავეს. ვუგარ და სალმან ალიევები სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ- ერთი მაღაზიის წინ აიყვანეს.

მათ სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და რეალიზაციას ედავებიან.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ორივე მათგანი უსამართლოდ დააკავეს და მათ ნარკოტიკულ საშუალებებთან არაფერი აკავშირებთ.

მათივე თქმით, სოფლის დასჯა ხელისუფლებამ იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ კაბალში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ.

ერთ- ერთი მათგანი კი წარსულში ჩხუბსა და ნარკოტიკებზე არის ნასამართლევი.

სოფლის მაცხოვრებლები ამ წუთებში, ლაგოდეხის პოლიციასთან მიდიან. "მთავარი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ განმარტებას ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი