დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ონისა და ნამახვანის ჰესებთან დაკავშირებით პეტიციაზე იმსჯელა. ის დეპუტატებს სამოქალაქო აქტივისტებმა წარუდგინეს. კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვებს შესაბამისმა სამინისტრომ უნდა უპასუხოს.
"ჩვენ მთავარ მოთხოვნად რასაკვირველია რჩება, რომ ნულოვან დონემდე დავიდეს საკითხი, ეს გულისხმობს იმას, რომ ენკა-მ უპირობოდ უნდა დატოვოს ხეობა და ჩვენ უნდა დავიწყოთ ნულიდან პროცესი, განხილვების, მსჯელობების, კვლევების, ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი", - თქვა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.
აქტივისტები გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ, რადგან მათი თქმით, სამინისტროებმა გადაწყვეტილება ერთხელ უკვე მიიღეს და კომპანიას ჰესის აშენების ნებართვა მისცეს.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში აქტივისტები პროტესს 100-ზე მეტი დღეა აგრძელებენ.