დედაქალაქის მერია სტიქიისთვის და უეცრად მოსული თოვლისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.
წყნეთის გზატკეცილზე, ბაგების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია. მგზავრები ჩამოსვეს და მათ ფეხით მოუწიათ გადაადგილება.
"თუ კი დაყარეს მარილი, შევძლებთ მოძრაობას, მაგრამ ვერ ვძრავ ავტობუსს. ცურავს..."- აცხადებს ავტობუსის მძღოლი.
"საათი და 15 წუთი ვუცადე. არ მოვიდა ტრასპორტი",- აცხადებს მოქალაქე.
ცნობისთვის, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. დედაქალაქის მერმა პარალიზებულ ქალაქზე საუბრისას თქვა, რომ ვისაც ზამთრის საბურავები არ აქვთ, მოძრაობისგან თავი უნდა შეიკავონ.
ამავე თემაზე:
ვისაც ზამთრის საბურავები არ გაქვთ, მოძრაობისგან თავი შეიკავეთ - კალაძე, თბილისში საცობებზე
საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია - სად აიკრძალა მოძრაობა
ავტობანზე ტექნიკური მარილი არ ყრია - წეროვანთან მანქანები მოცურდა