10 ბიზნესასოციაცია რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით, პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნდა:

10 ბიზნესასოციაცია პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას წერილობით მიმართავს. კერძო სექტორში დასაქმებულები გახარიას 7-პუნქტიანი წინადადებით მიმართავს, რომელშიც ისინი იმ რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ, რომელიც ბიზნესის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია. 

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობას სექტორის წარმომადგენლებთან შესაბამისი კომუნიკაცია არ აქვთ.

"საკმაოდ კრიტიკულია, რომ ტრანსპორტირება, განსაკუთრებით საღამოს საათებში გაიზარდოს 19:00-დან-23:00 საათამდე. დღესაც ჩვენ ბრიფინგს ვატარებთ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ დღესაც განვიცდით კომუნიკაციის ნაკლებობას და ბიზნესი ჩართულობას, როგორც მოკლე ვადიან, ისე გრძელ ვადიან ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლაში",-თქვა კახა ხაზარაძემ.

ბიზნსესასოციაციის წარმომადგენლები კომენდანტის საათის გადაწევას, შაბათ-კვირას მუშაობის უფლებასა და 22 თებერვლიდან მთის კურორტების ამუშავებას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი