გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის საქმე - ბაბუის სასამართლო პროცესი ქობულეთში, დისტანციურ რეჟიმში ტარდება

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქობულეთში 14 წლის გარდაცვლილ გოგოს საქმეზე დაკავებული ბაბუის სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.  

საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატმა კომენტარი არ გააკეთა.

პროკურატურა დაკვებულს სამ ეპიზოდში სდებს ბრალს და პატიმრობაში მის დატოვებას ითხოვს. დაცვის მხარის თქმით კი, ბრალდება დაუსაბუთებელია. მოზარდის ბაბუა ბრალს მხოლოდ ერთ ეპიზოდში აღიარებს. დაცვის მხარე სასამართლოს 10 ათასი ლარის გირაოს სანცვლოდ დაკავებულის გათავისუფლებას გათავისუფლებას სთხოვს

შეგახსენებთ, 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ გოგონას ბაბუა 15 თებერვალს დააკავა. 76 წლის კაცს არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო დასდეს ბრალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი