დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 19 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 406 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 331 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 85 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი