სასამართლო არ დაუშვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას - ამის შესახებ იუსტიციის საბჭო განცხადებაში წერს და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სასამართლოს პოლიტიზირებისა და დისკრედიტაციის მცდელობისგან.
უწყება წერს, რომ ნიკა მელიას საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ ცილისწამება სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლების პრინციპებს გასცდა.
ამ დღეებში სასამართლოსა და საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ
განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია გასცდა სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლების პრინციპებს და ცრუ ბრალდებებსა და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.