კვირას, 21 თებერვალს, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების წინააღმდეგ სატრანსპორტო აქცია მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "სოცაფეთქებაა".
ისინი წერენ, რომ მსვლელობას ტურ-ოპერატორები, საექსპედიციო ჯგუფები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის წარმომადგენლები, სხვადასხვა სახის ტრანსპორტის მღოლები და უბრალო ადამიანები პირადი ავტომობილებით შეუერთდებიან.
"მოთხოვნები:
- გაიხსნას ქვეყანა!
- გაუქმდეს კომენდანტის საათი!
- მოგვეცით მუშაობის საშუალება!
- აღდგეს საქართველოში საქალაქთაშორისო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა!
P.S. პოლიტიკური თამაშების ფონზე, კვლავ ფეხქვეშ ითელება უბრალო, პატრიოტი, დოვლათის შემქმნელი საზოგადოების ინტერესები. ამ ქვეყანაში ერთადერთი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა არსებობს და ეს არის ხალხი!", - წერენ ორგანიზატორები.
მსვლელობა 3 საათზე რიყედან დაიწყება.