მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა და არიან დაშავებულებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი