გვაქვს გეგმა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად ავცრათ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აქვთ გეგმა, რომლის თანახმად, მაისის ბოლომდე ორჯერადად კორონავირუსის ვაქცინით 200 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას. მისივე თქმით, ივნისიდან ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციაზე უნდა გადავიდეს. 

"ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რომ 2,5 მლნ დოზა მოვიპოვოთ. ამის პირველი ნაბიჯი მომავალ ორ კვირაში გაირკვევა ამ ე.წ. არაკოვაქსის მექანიზმის გზით ვაქცინების მოპოვებისა. არ ვსაუბრობ წინასწარ, მაგრამ ამას მოჰყვება 2-3 სერიოზული ხაზი ე.წ. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ქვეყანაში ვაქცინების შემოტანის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ სადღაც მაისის ბოლომდე გეგმა გვაქვს, რომ ქვეყანაში ავცრათ დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად, ხოლო ივნისიდან უკვე მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, როდესაც შეიქმნება უკვე შესაბამისი მარაგი, როგორც გლობალურად, ისე ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "პირველი არხთან" საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს, თავისი დანაკარგით, დაახლოებით, 3,9 მლნ დოზა სჭირდება, აქედან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000 დოზაზე, რაც გარკვეულწილად გარანტირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი