დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 21 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3435 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 258  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 571 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი